RecruFY არის ციფრულ ტესტირებებზე დაფუძნებული დასაქმების პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ეხმარება კანდიდატების წინასწარ ტესტირებასა და შეფასებაში, ხოლო აპლიკანტებს კი ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებასა და დასაქმებაში
ტრადიციული კადრის ძიების პროცესები ხშირად ეყრდნობა რეზიუმეებს და სუბიექტურ შთაბეჭდილებებს. რეზიუმეებში მოცემული ინფორმაცია ხშირად არ შეესაბამება რეალობას და შესაბამისად კომპანიებს არ აქვთ ინფორმაცია კანდიდატის რეალური შესაძლებლობების და პოტენციალის შესახებ. შედეგად, კომპანიები დიდ დროსა და რესურსს ხარჯავენ შესაბამისი კანდიდატების მოძიებასა და შერჩევაში.
RecruFY შეიქმნა სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად
ჩვენი პლატფორმა აერთიანებს ონლაინ ტესტებს, გემიფიცირებულ შეფასებებსა და ქცევით ანალიტიკას, რათა დამსაქმებლებს ინტერვიუმდე მივცეთ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული აპლიკანტის რეალური შესაძლებლობების და უნარ-ჩვევების შესახებ. ვალიდიზირებული და მეცნიერულად დადასტურებული ციფრული შეფასების ტესტების მეშვეობით, კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ შეაფასონ თითოეული აპლიკანტის: ზოგადი ინტელექტი, კოგნიტური უნარ-ჩვევები, ანალიტიკური, ლოგიკური, მათემატიკური აზროვნება, კომპიუტერული უნარ-ჩვევები, სამუშაო როლებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები და სხვა.
აპლიკანტებს კი ეძლევათ შესაძლებლობა, რომ გაიარონ ჩვენს პლატფორმაზე არსებული ტესტირებები, შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და სურვილის შემთხვევაში აჩვენონ საკუთარი შედეგები კომპანიებს და მნიშვნელოვნად გაზარდონ დასაქმების ალბათობა
ჩვენ ორგანიზაციებს ვთავაზობთ ეკოსისტემას, სადაც თითოეული აპლიკანტის შერჩევა და რეკრუტინგი დაფუძნებული იქნება ვალიდიზირებულ ტესტირებაზე და ამ ტესტირების შედეგად მიღებულ ობიექტურ მონაცემებზე. კომპანიას საშუალება ეძლევა, რომ თავად განსაზღვროს თუ რომელ ტესტირებებს ჩაუტარებს მონაწილეებს და ჯამში რამდენ აპლიკანტზე ჩაატარებს შეფასებას.
კანდიდატებისთვის RecruFY ქმნის შესაძლებლობას აჩვენონ თავიანთი უნარები შედეგზე დაფუძნებული ტესტებით და არა მხოლოდ წარსული გამოცდილებით. რაც უფრო მეტ ტესტირებას გადის თითოეული აპლიკანტი, მით უფრო ზუსტი და სრულყოფილი ხდება მისი პროფილი და მით უფრო მეტად იზრდება იმის ალბათობა, რომ კომპანიები დაინტერესდეს მისით
რომ შევქმნათ უფრო გამჭირვალე, ეფექტური და მონაცემებზე დაფუძნებული რეკრუტინგის ეკოსისტემა, რომელიც შეამცირებს სუბიექტურ მიკერძოებებს და რეალურად ასახავს აპლიკანტების უნარებს.
ჩვენ წარმოგვიდგენია მომავალი, რომელშიც ადამაინებს საშალება ეძლევათ, რომ დაამტკიცონ საკუთარი რეალური უნარები და შესაძლებლობები და ამ გზით იპოვონ სასურველი და ღირსეული სამუშაო ადგილები
ჩვენ გვჯერა, რომ კადრის შერჩევის გადაწყვეტილებები ობიექტურ მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს და არა სუბიექტურ ვარაუდებს.
ჩვენ მუდმივად ვავითარებთ ციფრული შეფასების ინსტრუმენტებს, რომლებიც ზრდის კადრის შერჩევის სიზუსტეს და ობიექტურობას.
ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ მიკერძოება რეკრუტინგის პროცესში და ხელი შევუწყოთ თანაბარ შესაძლებლობებს.
ჩვენ ვალდებულნი ვართ მივაწოდოთ სანდო ინფორმაცია, რომელიც ეხმარება დამსაქმებლებს გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში.
ჩვენ ვაძლიერებთ როგორც ორგანიზაციებს, ისე კანდიდატებს უკეთესი შედეგების მისაღწევად მუდმივი სწავლისა და განვითარების გზით.