გაიარე ტესტირებები და აჩვენე
კომპანიებს შენი რეალური უნარები

პირველი ციფრული ტესტირების და დასაქმების პლატფორმა საქართველოში

შეფასებები და ტესტირებები

30-ზე მეტი შეფასების ტესტი RecruFy პლატფორმაზე

🧠
IQ ტესტირება

IQ (ინტელექტის კოეფიციენტის) ტესტირება აფასებს ადამიანის ზოგად კოგნიტურ უნარებს და პრობლემის გადაჭრის უნარებს.

🧬
ფსიქოლოგიური პროფილი & პიროვნული ნიშან-თვისებები

ფასდება პიროვნული ნიშან-თვისებები, კომუნიკაციის, აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების სტილი.

⚡
კოგნიტური უნარ-ჩვეევბი

ფასდება აზროვნების სისხარტე, ლოგიკური მსჯელობა და კოგნიტური მოქნილობა

💻
პროგრამირების უნარ-ჩვევები

ფასდება კოდირების უნარები Python-ში, JS-ში, SQL-ში და სხვა ენებში რეალური დავალებების გამოყენებით.

💼
სამუშაო პოზიციებთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები

ფასდება სამუშაოსთან დაკავშირებული უნარები, მაგ: ლიდერობის სტილი, დროის მენეჯმენტი, რისკის შეფასება, სიტუაციის განსჯა და სხვა.

📊
კომპიუტერული პროგრამების უნარ-ჩვევები

ფასდება კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Excel, Power BI, SPSS, Canva, Tableau და სხვა

კომპანიებისთვის
ეძებ თანამშრომელს?
შეარჩიე შენთვის საუკეთესო კადიდატები ვალიდიზირებული ტესტირების შედეგების მიხედვით
1

გამოაქვეყნე ვაკანსია

შექმენი ვაკანსია და განსაზღვრე სასურველი ტესტები, რომლებიც გსურს რომ შენმა კანდიდატებმა წინასწარ გაიარონ.

2

შეაფასე კანდიდატები წინასწარ

იხილე თითოეული აპლიკანტის მიერ გავლილი ტესტირების შედეგები იქამდე, სანამ მათ გასაუბრებაზე დაიბარებ და მარტივად გაფილტრე შენი ვაკანსიისთვისდ შეუსაბამო კანდიდატები

3

შეარჩიე კანდიდატები, რომლებიც რეალურად გჭირდება

შეარჩიე ის კანდიდატები, რომელთა რეალური სამუშაო უნარებიც პროფილურად ერგება შენს ვაკანსიას

4

აირჩიე სასურველი ტესტირების გარემო

შენ შეგიძლია დატესტო შენი აპლიკანტების უნარ-ჩვევები დისტანციურად, ან ისეთ გარემოში, სადაც თავად აკონტროლებ ტესტირების პროცესს

კანდიდატებისთვის
ეძებ სამსახურს?
აღმოაჩინე შენი რეალური უნარები და სურვილის შემთხვევაში იპოვე შენზე მორგებული სამსახური
1

გაიარე ტესტირებები

გაიარე სასურველი ტესტირებები RecruFY-ის პლატფორმაზე. აღმოაჩინე და დაამტკიცე შენი რეალური უნარები

2

შექმენი QR კოდით ვერიფიცირებული რეზიუმე

შექმენი შენი უნიკალური ვერიფიცირებული რეზიუმე RecruFY-ის პლატფორმაზე და დაამატე QR კოდი, რომლითაც ნებისმიერ დამსაქმებელთან დაადასტურებ შენი ტესტირების შედეგებს

3

იპოვე შენთვის სასურველი სამსახური

იპოვე შენთვის სასურველი ვაკანსიები RecruFY-ის პლატფორმაზე, გაიარე კომპანიის მიერ განსაზღვრული ტესტირებები და აჩვენე დამსაქმებელ კომპანაის შენი რეალური უნარები

4

აღმოჩინე შენი შესაძლებლობები

განურჩევლად იმისა, ეძებ თუ არა სამსახურს, შენ შეგიძლია გაიარო ნებისმიერი ტესტირება, აღმოაჩინო შენი კოგნიტური უნარები, ფსიქოლოგიური პროფილი და მიიღო პერსონალიზებული რეკომენდაციები

📊 კითხვარები RecruFY-ზე

შექმენი საკუთარი კითხვარი ან ტესტირება

შექმენი შენი უნიკალური კითხვარი, ან ტესტი, რომელსაც გამოიყენებ როგორც კვლევის ჩასატარებლად, ასევე კანდიდატებისა და აპლიკანტების შესაფასებლად.

თუ ატარებ კვლევას

შექმენი შენი კითხვარი

შექმენი შენი უნიკალური კითხვარი წუთებში, შეარჩიე შენზე მორგებული კითხვის კატეგორიები და შეაგროვე შეუზღუდავი რაოდენობის მონაცემები.

📝 კითხვარი
დასაქმებული ვარ
არ ვარ დასაქმებული
ვარ თვითდასაქმებული
გამოქვეყნება
თუ გსურს ტესტის ჩატარება

შექმენი შენი ტესტი / შეფასება

თუ შენი მიზანია შეაფასო/შეამოწმო ადამიანები შენ მიერ განსაზღვრული კითხვების მიხედვით, შენ წუთებში შეგიძლია შექმნა ქვიზის ტიპის ტესტი, სადაც განსაზღვრულია პასუხის ლიმიტირებული დრო და სწორი პასუხების ლოგიკა.

🧠 შეფასება / ტესტირება02:14
ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი?
Aმხოლოდ პირველი
Bპირველი და მეორე
Cმხოლოდ მეორე
შედეგები

მიიღე შედეგები რეალურ დროში

მიიღე შენი ტესტირებებისა და კითხვარების შედეგები რეალურ დროში და თვალი ადევნე შენ თითოეულ კვლევასა და მონაცემს ლაივ რეჟიმში.

recrufy.ge/live
● LIVE
1,248 ▲ +47%
6H24H7D
1.5k1k5000
10:0011:0012:0013:00now
რეპორტები

მიიღე დეტალური რეპორტი

RecruFY-ზე ჩატარებული კვლევის მთავარი უპირატესობაა, რომ შენ აღარ გჭირდება არანაირი დამატებითი სტატისტიკური ანალიზი და მონაცემების დამუშავება. შენ პირდაპირ შეძლებ დეტალური სტატისტიკური ანალიზის და რეპორტის გადმოწერას PDF ფორმატში.

recrufy.ge/report
დეტალური შედეგებიPDF
საშ. ქულა
82%
surveys.positive
64%
64%21%15%
პასუხები დღეების მიხედვით▲ +12%
M
T
W
T
F
S
S
შეიტყვე მეტი →

მომსახურების საფასური

აირჩიე შენზე მორეგული მომსახურების პაკეტი

ხშირად დასმული შეკითხვები

კომპანიებისთვის

კომპანია არ არის შეზღუდული ტესტების რაოდენობაში და დამსაქმებელს შეუძლია რომ სასურველი რაოდენობით ჩაუტაროს ტესტირებები აპლიკანტებს

RecruFY საშუალებას გაძლევთ, გასაუბრებაზე დროის დახარჯვამდე შეარჩიოთ და შეაფასოთ კანდიდატები. შეგიძლიათ კანდიდატებს გაუგზავნოთ მზა ფსიქომეტრიული და უნარების შეფასებები — კოგნიტური შესაძლებლობები, პიროვნება, კოდირება, რიცხვითი მსჯელობა და სხვა — ან შექმნათ თქვენი საკუთარი ტესტები და კითხვარები. ყველა კანდიდატი იღებს გაზიარებად ბმულს და თქვენ ხედავთ მათ შედეგებს ერთ დაფაზე, ასე რომ, შეგიძლიათ შეარჩიოთ კანდიდატები მტკიცებულებების საფუძველზე და არა შინაგანი გრძნობების საფუძველზე.

თითოეულ ტესტირებას აქვს სამეცნიერო საფუძველი და თითოეული ტესტი გამოირჩევა მაღალი ინტერნალური ვალიდობით. ასევე ტესტირების შეგები მაქსიმალურად სანდოა, რადგან RecruFY-ის სისტემა აკონტროლებს ტესტირების პროცესს იმგვარად, რომ მინიმუმამდე არის დაყვანილი ტესტის დროს თაღლითობის შემთხვევები.

კი შენ სრულად შეგიძლია აკონტროლო თითოეული აპლიკანტის თითოეული ტესტირება. ამისათვის, შენ უნდა შექმნა სტუმარი აპლიკანტისთვის განკუთვნილი უნიკალური ლინკი და თავად დააკვირდე ტესტირების პროცესს, დააკვირდე შესრულების პროგრესს და მყისიერად მიიღო თითოეული დასრულებული ტესტის შედეგები

აპლიკანტებისთვის

დიახ ნებისიმიერი ტესტის გავლა და კომპანიისთვის ჩვენება სრულიად უფასოა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგესურვებათ თითოეული ტესტის შედეგების ნახვა, ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა გადაიხადოთ თანხა.

თქვენ გადიხართ ტესტირებებს ჩვენ პლატფორმაზე, შემდეგ ქმნით რეზიუმეს და ამატებთ უნიკალურ QR კოდს თქვენსავე რეზიუმეში. აღნიშნული რეზიუმე იქნება თქვენი შედეგების ვერფიკაციის გარანტი, რადგან ნებისმიერი ვინც დაასკანერებს მას, გადავა RecruFY-ის ვეგვერდზე, სადაც იხილავს თქვენი დადასტურებული ტესტირების შედეგებს.

თითოეული ტესტის გავლა შესაძლებელია ყოველ 90 დღეში ერთხელ

მხოლოდ იმ შედეგებს, რომელთა გაზიარებასაც აირჩევთ. თქვენ აკონტროლებთ რა ჩანს პროფილზე.

დარეგისტრირდი RecruFY პლატფორმაზე და მიიღე
მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყევტილებები

დარეგისტრირდი →