პირველი ციფრული ტესტირების და დასაქმების პლატფორმა საქართველოში
30-ზე მეტი შეფასების ტესტი RecruFy პლატფორმაზე
IQ (ინტელექტის კოეფიციენტის) ტესტირება აფასებს ადამიანის ზოგად კოგნიტურ უნარებს და პრობლემის გადაჭრის უნარებს.
ფასდება პიროვნული ნიშან-თვისებები, კომუნიკაციის, აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების სტილი.
ფასდება აზროვნების სისხარტე, ლოგიკური მსჯელობა და კოგნიტური მოქნილობა
ფასდება კოდირების უნარები Python-ში, JS-ში, SQL-ში და სხვა ენებში რეალური დავალებების გამოყენებით.
ფასდება სამუშაოსთან დაკავშირებული უნარები, მაგ: ლიდერობის სტილი, დროის მენეჯმენტი, რისკის შეფასება, სიტუაციის განსჯა და სხვა.
ფასდება კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Excel, Power BI, SPSS, Canva, Tableau და სხვა
შექმენი ვაკანსია და განსაზღვრე სასურველი ტესტები, რომლებიც გსურს რომ შენმა კანდიდატებმა წინასწარ გაიარონ.
იხილე თითოეული აპლიკანტის მიერ გავლილი ტესტირების შედეგები იქამდე, სანამ მათ გასაუბრებაზე დაიბარებ და მარტივად გაფილტრე შენი ვაკანსიისთვისდ შეუსაბამო კანდიდატები
შეარჩიე ის კანდიდატები, რომელთა რეალური სამუშაო უნარებიც პროფილურად ერგება შენს ვაკანსიას
შენ შეგიძლია დატესტო შენი აპლიკანტების უნარ-ჩვევები დისტანციურად, ან ისეთ გარემოში, სადაც თავად აკონტროლებ ტესტირების პროცესს
გაიარე სასურველი ტესტირებები RecruFY-ის პლატფორმაზე. აღმოაჩინე და დაამტკიცე შენი რეალური უნარები
შექმენი შენი უნიკალური ვერიფიცირებული რეზიუმე RecruFY-ის პლატფორმაზე და დაამატე QR კოდი, რომლითაც ნებისმიერ დამსაქმებელთან დაადასტურებ შენი ტესტირების შედეგებს
იპოვე შენთვის სასურველი ვაკანსიები RecruFY-ის პლატფორმაზე, გაიარე კომპანიის მიერ განსაზღვრული ტესტირებები და აჩვენე დამსაქმებელ კომპანაის შენი რეალური უნარები
განურჩევლად იმისა, ეძებ თუ არა სამსახურს, შენ შეგიძლია გაიარო ნებისმიერი ტესტირება, აღმოაჩინო შენი კოგნიტური უნარები, ფსიქოლოგიური პროფილი და მიიღო პერსონალიზებული რეკომენდაციები
შექმენი შენი უნიკალური კითხვარი, ან ტესტი, რომელსაც გამოიყენებ როგორც კვლევის ჩასატარებლად, ასევე კანდიდატებისა და აპლიკანტების შესაფასებლად.
შექმენი შენი უნიკალური კითხვარი წუთებში, შეარჩიე შენზე მორგებული კითხვის კატეგორიები და შეაგროვე შეუზღუდავი რაოდენობის მონაცემები.
თუ შენი მიზანია შეაფასო/შეამოწმო ადამიანები შენ მიერ განსაზღვრული კითხვების მიხედვით, შენ წუთებში შეგიძლია შექმნა ქვიზის ტიპის ტესტი, სადაც განსაზღვრულია პასუხის ლიმიტირებული დრო და სწორი პასუხების ლოგიკა.
მიიღე შენი ტესტირებებისა და კითხვარების შედეგები რეალურ დროში და თვალი ადევნე შენ თითოეულ კვლევასა და მონაცემს ლაივ რეჟიმში.
RecruFY-ზე ჩატარებული კვლევის მთავარი უპირატესობაა, რომ შენ აღარ გჭირდება არანაირი დამატებითი სტატისტიკური ანალიზი და მონაცემების დამუშავება. შენ პირდაპირ შეძლებ დეტალური სტატისტიკური ანალიზის და რეპორტის გადმოწერას PDF ფორმატში.
აირჩიე შენზე მორეგული მომსახურების პაკეტი
გამოცადეთ RecruFY რეალურ ვაკანსიაზე
საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც პერიოდულად ეძებენ ახალ კანდიდატებს
მზარდი კომპანიებისთვის, რომლებიც რეგულარულად ეძებენ ახალ კადრებს
დიდი კომპანიებისთვის და მრავალი პოზიციისთვის
ინდივიდუალური საფასური
კომპანია არ არის შეზღუდული ტესტების რაოდენობაში და დამსაქმებელს შეუძლია რომ სასურველი რაოდენობით ჩაუტაროს ტესტირებები აპლიკანტებს
RecruFY საშუალებას გაძლევთ, გასაუბრებაზე დროის დახარჯვამდე შეარჩიოთ და შეაფასოთ კანდიდატები. შეგიძლიათ კანდიდატებს გაუგზავნოთ მზა ფსიქომეტრიული და უნარების შეფასებები — კოგნიტური შესაძლებლობები, პიროვნება, კოდირება, რიცხვითი მსჯელობა და სხვა — ან შექმნათ თქვენი საკუთარი ტესტები და კითხვარები. ყველა კანდიდატი იღებს გაზიარებად ბმულს და თქვენ ხედავთ მათ შედეგებს ერთ დაფაზე, ასე რომ, შეგიძლიათ შეარჩიოთ კანდიდატები მტკიცებულებების საფუძველზე და არა შინაგანი გრძნობების საფუძველზე.
თითოეულ ტესტირებას აქვს სამეცნიერო საფუძველი და თითოეული ტესტი გამოირჩევა მაღალი ინტერნალური ვალიდობით. ასევე ტესტირების შეგები მაქსიმალურად სანდოა, რადგან RecruFY-ის სისტემა აკონტროლებს ტესტირების პროცესს იმგვარად, რომ მინიმუმამდე არის დაყვანილი ტესტის დროს თაღლითობის შემთხვევები.
კი შენ სრულად შეგიძლია აკონტროლო თითოეული აპლიკანტის თითოეული ტესტირება. ამისათვის, შენ უნდა შექმნა სტუმარი აპლიკანტისთვის განკუთვნილი უნიკალური ლინკი და თავად დააკვირდე ტესტირების პროცესს, დააკვირდე შესრულების პროგრესს და მყისიერად მიიღო თითოეული დასრულებული ტესტის შედეგები
დიახ ნებისიმიერი ტესტის გავლა და კომპანიისთვის ჩვენება სრულიად უფასოა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგესურვებათ თითოეული ტესტის შედეგების ნახვა, ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა გადაიხადოთ თანხა.
თქვენ გადიხართ ტესტირებებს ჩვენ პლატფორმაზე, შემდეგ ქმნით რეზიუმეს და ამატებთ უნიკალურ QR კოდს თქვენსავე რეზიუმეში. აღნიშნული რეზიუმე იქნება თქვენი შედეგების ვერფიკაციის გარანტი, რადგან ნებისმიერი ვინც დაასკანერებს მას, გადავა RecruFY-ის ვეგვერდზე, სადაც იხილავს თქვენი დადასტურებული ტესტირების შედეგებს.
თითოეული ტესტის გავლა შესაძლებელია ყოველ 90 დღეში ერთხელ
მხოლოდ იმ შედეგებს, რომელთა გაზიარებასაც აირჩევთ. თქვენ აკონტროლებთ რა ჩანს პროფილზე.